ჩვენ ვიყენებთ ქუქებს საიტის მუშაობისა და ანალიტიკისთვის. არასავალდებულო ქუქები ჩაიტვირთება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. იხილეთ ჩვენი
ქუქების პოლიტიკა და
პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკა.
თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლებში შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა:
• ეპიდემიოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
• დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა- ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
• ჯანმრთელობის ეკონომიკა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
• მტკიცებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
• საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიული პრაქტიკა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
• გლობალური ჯანმრთელობა - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
მედიცინის სკოლა:
• ტრავმატოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
• განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
• პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
• ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
• ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
• მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
• პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
• სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
• ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
• კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;
ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
• მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
• სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
• კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;
კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:
• ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
• გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
• აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
• სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
• სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
• ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
• სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
• ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნის ან ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების ან ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
• ექიმის სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.
საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 27-29 აპრილს 10-დან 17 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული, ოთახი 302. ტელ: 291 24 84; ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge;
კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 07 მაისს.
ბოლო სიახლეები
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
