ჩვენ ვიყენებთ ქუქებს საიტის მუშაობისა და ანალიტიკისთვის. არასავალდებულო ქუქები ჩაიტვირთება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. იხილეთ ჩვენი
ქუქების პოლიტიკა და
პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკა.
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ახორციელებს პროექტს - საბავშვო უნივერსიტეტი „მედიცინა და ხელოვნება“. პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია - http://tiny.cc/4py5nz.
მიკროორგანიზმები იყო და არის ავადობისა და სიკვდილობის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი დედამიწაზე. ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები, პარაზიტები სხვადასხვა დაავადების არსებობაზე არიან პასუხისმგებელნი. თუმცა მათი ვიზუალიზაციის და ამოცნობის თითოეული მცდელობა საოცრად ლამაზ, იდუმალებით მოცულ ფერად სამყაროს წარმოგვიდგენს. მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში საკვებ ნიადაგებზე დათესილი სხვადასხვა ბაქტერიები საოცარ ფერთა გამას ქმნიან, რაც შთაგონების წყაროდ იქცა ხელოვნებით გატაცებული ბევრი მკვლევარისთვის.
პეტრის ფინჯანი - ტილო, საინოკულაციო მარყუჟი - ფუნჯი , ხოლო ბაქტერიული კულტურა - ფერთა გამა. ასე იქმნება - მიკრობული ხელოვნება ე.წ. „Microbial art“. ამ „ფერწერული ტექნიკის“ ფუძემდებელია ცნობილი შოტლანდიელი მეცნიერი, პირველი ანტიბიოტიკის (პენიცილინის) აღმომჩენი ალექსანდრ ფლემინგი. მის მიერ პეტრის ფინჯანზე ბაქტერიული კოლონიებით გამოსახულმა ბალერინებმა და ჯარისკაცებმა საფუძველი ჩაუყარა ხელოვნებისა და მიკრობიოლოგიის ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ ამერიკის მიკრობიოლოგთა ასოციაციია ყოველწლიურად აწყობს კონკურსს მიკრობული ხელოვნების საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად.
აქვე წარმოგიდგენთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში შექმნილ მიკრობული ხელოვნების ექსპონატს - ბუს, რომელიც თსა-ს სიმბოლოა. სცადე შენც ამ არაჩვეულებრივი „ფერწერული ტექნიკის“ დაუფლება, ჩაერთე პროექტში.
<ბრ>
ბოლო სიახლეები
თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა
🗓️ 2026-07-16
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
🗓️ 2026-07-14
კვლევის დღე
🗓️ 2026-07-14
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
