ჰეპატიტის მსოფლიო დღე

ჰეპატიტის მსოფლიო დღე

🗓️ 2021-07-20

თბილისის სამედიცინო აკადემია  ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ საერთაშორისო დიალოგს შეუერთდა.

გლობალური საპარლამენტო კავშირის (UNITE) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარემ და თბილისის სამედიცინო აკადემიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, მონაწილეობა მიიღო UNITE-ის და ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსის (World Hepatitis Alliance) მიერ ორგანიზებულ დიალოგში. შეხვედრაზე განიხილეს თუ როგორ უნდა გაძლიერდეს პოლიტიკოსთა ჩართულობით ვირუსული ჰეპატიტების მართვა, როგორც გლობალურ, ასევე კონკრეტული ქვეყნების დონეზე. მარიამ ჯაშმა მიმოიხილა საქართველოს გამოცდილება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით, რომლის შემუშავებაშიც 2013-2014 წლებში,  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

„საქართველოს გამოცდილება C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით, უნიკალურია. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, Gilead-ის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჩვენ შევძელით მსოფლიოში  პირველი, სამოდელო პროგრამის დანერგვა, რომელმაც დაავადების აღმოფხვრამდე უნდა მიგვიყვანოს ეროვნულ დონეზე. უკვე 6 წელია ჩვენ ქვეყანაში ძვირადღირებული მედიკამენტები უფასოდ მიეწოდებათ C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებს და მოსახლეობის 70%-ზე მეტი უკვე ტესტირებულია. საქართველო არამხოლოდ საკუთარ მოსახლეობაში შეძლებს დაავადების დამარცხებას, არამედ შექმნის უაღრესად მნიშვნელოვან პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით გაიზიარებენ ჯანდაცვის სპეციალისტები და მეცნიერები. რაც მთავარია, არ უნდა დავუშვათ, რომ COVID-19 პანდემიის ფონზე შეფერხდეს საქართველოს წარმატება C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე“ - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.    

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარი და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერები, რომლებიც ჩართულნი არიან ვირუსულ ჰეპატიტებთან ბრძოლაში. საქართველოს პარლამენტიდან დიალოგში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ.

 

 

 

                                                                                     

ბოლო სიახლეები


თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა
თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა
🗓️ 2026-07-16
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
🗓️ 2026-07-14
კვლევის დღე
კვლევის დღე
🗓️ 2026-07-14
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
 თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15