AMEE

AMEE

🗓️ 2021-08-31

2021 წლის 27-30 აგვისტოს, თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. თსა-დან მოხსენება თსა-ს პროგრამების ხელმძღვანელმა ცისანა ლომაშვილმა წარადგინა. მისი მოხსენება მოიცავდა Flipped Classroom-ის ფორმატის ფარგლებში სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების, დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარების გამომუშავებას. მოხსენების თანაავტორები არიან: ცისანა ლომაშვილი, ია ხახუტაიშვილი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია(თსა) თინათინ ჩიქოვანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), ლეილა ახვლედიანი, ლევან მეტრეველი - ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბსუ). 

ცისანა ლომაშვილის მოხსენების თემა ეფუძნებოდა AMEE-ს რეგიონალურ საერთაშორისო ქსელის ცენტრში (თბილისი) ჩატარებული ტრენინგის - „კვლევის ძირითადი უნარები სამედიცინო განათლებაში“ (RESME) ფარგლებში განხორციელებულ კვლევას, რომელსაც პროფესორი დევიდ ტეილორი უძღვებოდა. კვლევაში სამი ინსტიტუცია თანამშრომლობდა - თბილისის სამედიცინო აკადემია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 

თსა AMEE-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას 2016 წელს დამსწრის სტატუსით შეუერთდა, ხოლო 2017 წელს უკვე პოსტერ-პრეზენტაცია წარადგინა ობიექტურად სტრუქტურირებული გამოცდის კურიკულუმში დანერგვის შესახებ.

AMEE კონფერენცია ყოველწლიური ღონისძიებაა და მასში მონაწილეობას იღებენ სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. 2021 წლის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა და სიმპოზიუმების, სემინარებისა და ვორკშპების საშუალებით გაუზიარეს გამოცდილება ერთმანეთს. 

სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია ეს არის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ხუთი კონტინენტის 90-ზე მეტ წევრ ქვეყანას აერთიანებს.

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07