პორტფოლიოს მენტორების სამ დღიანი ონლაინ ტრენინგი

პორტფოლიოს მენტორების სამ დღიანი ონლაინ ტრენინგი

🗓️ 2021-10-18

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამეციდინო აკადემიაში (თსა) პორტფოლიოს მენტორების სამ დღიანი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს უძღვებოდნენ თსა-ს სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელები იოუკ დენეკენსი (სამედიცინო განათლების პროფესორი) და ჰერმან ვან როსემი (სამედიცინო განათლების პროფესორი) (ანტვერპენი, ბელგია).

ტრენინგის ფარგლებში, მინი-ლექციების, სამუშაო-შეხვედრებისა და დისკუსიის რეჟიმში მონაწილეები გაეცნენ აკადემიაში შემუშავებულ პორტფოლიოს კონცეფციას, პორტფოლიოს ფარგლებში სტუდენტის მიერ განსახორციელებელი დავალებების სტრუქტურას, შეფასებას, ეფექტური უკუკავშირის პრინციპებს და პორტფოლიოს მენტორის უფლება-მოვალეობებს. 

პორტფოლიო სწავლების და შეფასების ინოვაციური მეთოდია აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებში. პორტფოლიოს ფარგლებში განხორციელებული თვითრეგულირებული სასწავლო აქტივობები (თვით-ანალიზი (self-reflection) და პერსონალური განვითარების გეგმა (PDP) სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ აქტიური სწავლის პროცესში როგორც პროფესიული, ასევე, პიროვნული განვითარებისათვის და მიაღწიონ საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ იმ კომპეტენციებს, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული პროფესიონალიზმთან (მათ შორის, სწავლასთან მთელი სიცოცხლის განმავლობაში). 

პორტფოლიოს სისტემით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისას სტუდენტებს დახმარებას უწევენ მენტორები.

თსა-ს მედიცინის სკოლამ პირველი ნაბიჯები პორტფოლიოს მეთოდის დანერგვისკენ 2020- 2021 აკადემიური წლის განმავლობაში გადადგა და პროცესში ოთხი მენტორი იყო ჩართული. ამჟამად ტრენინგი გაიარა თხუთმეტმა პოტენციურმა მენტორმა.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01