მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია

მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია

🗓️ 2022-02-14

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) ახორციელებს პროექტს „მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია“. პროექტი განსაზღვრულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის. ის მიზნად ისახავს ხელოვნების ნიმუშების ანალიზით მედიცინის ისტორიის პრეზენტაციას მეცნიერების როლის, კვლევისა და ინოვაციების შესახებ ცნობიერების ამაღლების და ახალგაზრდა თაობების მეცნიერებით დაინტერესების მიზნით. მაგალითად, ცნობილია ლეონარდო და ვინჩის ანატომიური კვლევების ამსახველი ჩანახატები, თუმცა ფერწერაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ვაქცინაციის თემებს, სამედიცინო პროცედურების და ექიმის პროფესიული ტანსაცმლის საკითხებს. სალვადორ დალის ნახატებში შესაძლოა ბიოტექნოლოგიასთან კორელაციები აღინიშნოს. გარდა ამისა, ხელოვნების ნიმუშები წარმოგვიდგენს როგორც ცალკეულ ექიმებს, პაციენტებს, კლინიკებს, ანატომიურ თეატრს, პალატას თუ ექიმის კონსულტაციის სცენას, ასევე ხშირ შემთხვევაში ხელოვნების ნიმუშებში წამოდგენილი პერსონაჟების დამახასიათებელი ნიშნების ანალიზით შეიძლება ამოვიცნოთ კონკრეტული დაავადება. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია და საინტერესოა იტალიის არისტოკრატთა სასახლეების ფრესკები, ბოსხის ნახატები და ა.შ. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიოეთიკური ასპექტების ანალიზი ხელოვნების ნიმუშებში წარმოდგენილ ფაქტებზე დაყრდნობით. წარმოდგენილი პროექტი ფართო საზოგადოებას აღნიშნულ ფაქტებს და მათ ანალიზს სახალისო და ინტერაქტიული ფორმით წარუდგენს.

პროექტი "მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია" დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2021 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია.

რეგისტრაციისათვის, მიჰყევით ბმულს - http://tiny.cc/4py5nz

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07