ძვირფასო აბიტურიენტებო!
თსა გიწვევთ ღია კარის დღეებზე - #1დღეთსაში
10 მარტი 16:00-17:30
24 მარტი 16:00-17:30
მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სიმულაციურ ტრენინგში "ერთი დღე კლინიკაში“ და სრულიად უსაფრთხო გარემოში სამედიცინო სიმულატორებსა და მულაჟებზე ჩაატაროთ სამედიცინო პროცედურები:
- პირველადი რეანიმაციული ღონისძიებები - გულის არაპირდაპირი მასაჟი, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, დეფიბრილაცია;
- ინტრავენური მიდგომები - პერიფერულ ვენაში კათეტერის ჩადგმა, სისხლის ნიმუშის აღება, ვენაში პრეპარატის შეყვანა;
- ჭრილობის პირველადი დამუშავება და გაკერვა;
- ენდოტრაქეული ინტუბაცია - სასუნთქი მილის მოთავსება ტრაქეაში ლარინგოსკოპის გამოყენებით;
ასევე, აბიტურიენტებს შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ თსა-ს სასწავლო-კვლევით ლაბორატორიას და აკადემიის სტუდენტების დახმარებით, თავად ჩაატაროთ გარკვეული ლაბორატორიული სამუშაოები:
- ბაქტერიული ნაცხის დათვალიერება მიკროსკოპის ქვეშ
- მყარ და თხიერ საკვებ ნიადაგებზე მიკრობიოლოგიური ნიმუშის დათესვა
თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას აკადემიის სასწავლო და გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და საუნივერსიტეტო სტიპენდიის შესახებ.
მეგზურობას და მენტორობას კი თსა-ს სტუდენტები გაგიწევენ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ სესიაზე დასაშვებია 20 აბიტურიენტის რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი: სარეგისტრაციო ბმული
გახსოვდეთ, რომ მედიცინა იწყება აქ!
#040
#თსა
ბოლო სიახლეები
თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა
🗓️ 2026-07-16
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
🗓️ 2026-07-14
კვლევის დღე
🗓️ 2026-07-14
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
