სოფლის ექიმის ექვსი დღე

სოფლის ექიმის ექვსი დღე

🗓️ 2022-06-06

თსა იწყებს ახალ პროექტს „სოფლის ექიმის ექვსი დღე“. საპილოტე პროექტის მიზანია მედიცინასა და ხელოვნებას შორის ურთიერთკავშირის ხაზგასმა, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს ხელოვნების, კერძოდ კი ფოტოგრაფიის მეშვეობით ასახონ სოფლის ექიმის ყოველდღიური ყოფა და სამუშაო პროცესი, წარმოაჩინონ სოფლის ექიმის როლი და მნიშვნელობა.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობის მიზნით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროექტის ხელმძღვანელი, ფოტოგრაფი ლელი ბლაგონრავოვა უძღვებოდა. სტუდენტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე, კონკურსის წესით, რომლებიც გაივლიან ტრენინგს ფოტოგრაფ ლელი ბლაგონრავოვასთან და მედიის სხვა სფეროს წარმომადგენლებთან. შერჩეულ 6 სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ისეთი უნარები, როგორიცაა ფოტოგრაფია, წერისა და თხრობის უნარები (blogging, writing, storytelling).

  შერჩეული სტუდენტები დაწყვილდებიან და 5 დღის განმავლობაში იმოგზაურებენ აჭარის მაღალმთიან რეგიონში ადგილობრივი სოფლების ექიმების საქმიანობის და ცხოვრების გასაცნობად. ექსპედიციის დროს,  სტუდენტებმა ფოტოგრაფიულად უნდა ასახონ 3 ექიმის მრავალფეროვანი ცხოვრება და პარალელურად დაწერონ კონკრეტული დღის ამსახველი ჩანახატი, ბლოგი ან/ და ესე. ამ გზით თსა-ს სტუდენტები მოყვებიან ადგილობრივი ექიმების ისტორიებს, და კოლეგებსა და საზოგადოებას ექიმის პროფესიის მრავალმხრივობას აჩვენებენ.

  პროექტის ხანგრძლივობაა 5 თვე, პირველი ეტაპი ივნისში დაიწყება და ზაფხულის განმავლობაში მოიცავს მოსამზადებელ სამუშაოებს, ხოლო სექტემბრის დასაწყისში კი დაგეგმილია ექსპედიცია. 

პროექტის საბოლოო ეტაპზე, მოეწყობა გამოფენები, შეხვედრები, ვებინარები, სადაც პროექტში ჩართული სტუდენტები საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. გამოიცემა ბროშურები.

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07