Easmus+-ის პროექტის SAFEMED+-ის შედეგების დისემინაცია

Easmus+-ის პროექტის SAFEMED+-ის შედეგების დისემინაცია

🗓️ 2022-12-06

თბილისის სამედიცინო აკადემიის 30 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში თსა-ში Erasmus+-ის პროექტის SAFEMED+-ის შედეგების დისემინაცია გაიმართა.

პრეზენტაცია წარადგინეს თსა-ს ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ია ავალიანმა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა ცისანა ლომაშვილმა. მომხსენებლებმა აუდიტორიას მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ასევე, ისაუბრეს პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეულ შედეგებზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში თსა-ს დელეგაცია ესტუმრა არაერთ წამყვან უნივერსიტეტებს, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ტრენინგებში და ასევე, დასწრებოდნენ ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდას.

სამწლიანი პროექტი შეიქმნა, დაიგეგმა და ხორციელდება უშუალოდ თსა-ს თაოსნობით, რომელმაც გააერთიანა კონსორციუმი, სადაც თავმოყრილია ცხრა უნივერსიტეტი საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და ლიეტუვიდან.

პროექტი სამედიცინო განათლებაში ინოვაციების დანერგვას, გამოცდილების გაზიარებას და თანამედროვე მიდგომით კლინიკური ხაზის გაძლიერებას გულისხმობს.

პროექტი აკრონიმით ’SAFEMED+’ (Simulation in Undergraduate Medical Education for Improvement of Safety and Quality of Patient Care), მიზნად ისახავს კომპეტენციაზე დაფუძნებული, სამედიცინო სიმულაციური სწავლების დანერგვას და განვითარებას მონაწილე უნივერსიტეტებში, მოთხოვნების შესაბამისად, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა შორის სათანადო კლინიკური კომპეტენციების ჩამოყალიბებას.

პროექტების დისემინაციის პროცესს ესწრებოდნენ ბათუმის, ქუთაისის, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, კერძოდ, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრების ხელმძღვანელები და OSCE-ის ცენტრის დირექტორები.

ბოლო სიახლეები


თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა
თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა
🗓️ 2026-07-16
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
🗓️ 2026-07-14
კვლევის დღე
კვლევის დღე
🗓️ 2026-07-14
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
 თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15