ცხადდება მოკლევადიანი საზაფხულო გაცვლითი პროგრამები რადბაუდის უნივერსიტეტში, (ნიდერლანდები, ქ. ნაიმეგენი) Erasmus+ მობილობის ფარგლებში. მობილობა საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ რადბაუდის საზაფხულო სკოლის კურსებში და მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება, რომელსაც შემდეგ გაუზიარებთ კოლეგებს თსა-ში. მობილობა სრულიად ფინანსდება Erasmus+ პროგრამით. დაფინანსება მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯს, საზაფხულო კურსის საფასურს და დღიურ ანაზღაურებას (€1120 + €530 მგზავრობის ხარჯი).
მობილობის პერიოდები: ივნისი, ივლისი
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე
მობილობის ენა: ინგლისური
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსა-ს როგორც პედაგოგიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის წევრებს. პროგრამაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული ფორმა (https://forms.gle/urnjHSYG6YoEYGyc8 ) არაუგვიანეს 22 თებერვლისა. 22 თებერვლის შემდეგ გამოგზავნილი განაცხადები აღარ განიხილება.
მობილობის მიმართულებები და დამატებით ინფორმაცია კურსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილი ლინკების საშუალებით
https://www.ru.nl/radboudsummerschool/courses/overview-courses-2023/
მხედველობაში იქონიეთ, რომ კურსებზე მონაწილეობის მიღებისათვის რეგისტრირდებით მხოლოდ ჩვენს მიერ მოწოდებული სააპლიკაციო ფორმის საშუალებით.
ერთი სააპლიკაციო ფორმის შევსებით შესაძლებელია დარეგისტრირება მხოლოდ ერთ სასწავლო კურსზე. რამდენიმე კურსზე დარეგისტრირების სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია შეავსოთ ფორმა თითოეული მათგანისათვის.
კანდიდატების შერჩევა მოხდება თსა-ს შესარჩევი კომისიისა და რადბაუდის უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მიერ.
* გაითვალისწინეთ, რომ ხანგრძლივობიდან გამომდინარე ვერ შეძლებთ შემდეგ კურსებზე დარეგისტრირებას:
RSS00.25 Introduction to Pharmacokinetic and Pharmacodynamic Analysis (https://www.ru.nl/radboudsummerschool/courses/overview-courses-2023/2023-courses/rss00-25-introduction-pharmacokinetic/)
RSS01.C2-C3 Qualitative Comparative Analysis (QCA): Performing Basics and Advanced Analyses using R (Two week course) (https://www.ru.nl/radboudsummerschool/courses/overview-courses-2023/2023-courses/week-1/rss01-c2-c3-qualitative-comparative-analysis-qca/)
RSS01.C4-C5 Process Tracing Methods (Two week course) (https://www.ru.nl/radboudsummerschool/courses/overview-courses-2023/2023-courses/week-1/rss01-c4-c5-process-tracing-methods-two-week/)
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ Erasmus+ კოორდინატორს: erasmus@tma.edu.ge
მადლობას გიხდით დაინტერესებისაათვის და წარმატებას გისურვებთ.
ბოლო სიახლეები
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
