თსა აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - კლინიკური ქეისების ორგანიზება ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური (OSCE) გამოცდისათვის. ტრენინგი მომზადდა Erasmus + SAFEMED (Simulation in Undergraduate Medical Education for Improvement of Safety and Quality of Patient Care) პროექტის ფარგლებში მიღებული საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე და მას უძღვებოდნენ პროექტში ჩართული თსა-ს აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები მანანა კუთხაშვილი და ცისანა ლომაშვილი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდისათვის კლინიკური შემთხვევის ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს, გადანაწილდნენ ჯგუფებში და სამუშაო ჯგუფებში შექმნეს როგორც კლინიკური ქეისების სცენარები სტანდარტიზებული პაციენტისათვის, ასევე სტუდენტის შეფასების ფორმები.
გარდა ამისა, ტრენინგების სერია მოიცავდა საკითხს როგორ შევქმნათ სტანდარტული ტესტი MCQ (Multiple Choice Question). ტრენინგი ჩაატარა თსა-ს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ დეისაძემ და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სტანდარტული ტესტის შესაქმნელად საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები და თსა-ში ერთიანი ხედვის მნიშვნელობა სტანდარტულ MCQ ტესტთან მიმართებით.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
