საგანმანათლებლო თამაში Bacteria Game

საგანმანათლებლო თამაში Bacteria Game

🗓️ 2023-02-17

თსა-ში საპილოტე რეჟიმში ჩატარდა ინოვაციური საგანმანათლებლო თამაში Bacteria Game.  თამაშში მონაწილეობდნენ მესამე, მეოთხე და მეხუთე სემესტრის სტუდენტები და აკადემიის პროფესორ მასწავლებლები. 

Bacteria Game - ეს არის ინოვაციური საგანმანათლებლო თამაში, რომელიც შეიქმნა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, საფრანგეთის მიკრობიოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით.

თამაშის პრინციპი მარტივია - მოთამაშეებმა კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ბაქტერიების სახალისო ნახატები უნდა დაუკავშირონ მათ შესაბამის მახასიათებლებს (მორფოლოგიური თავისებურებები, ვირულენტობა, ინფექციის წყარო, სამიზნე ორგანოები, შესაბამისი ანტიბიოტიკი, ბუნებრივი და შეძენილი რეზისტენტობა ანტიბიოტიკებისადმი) და ამავე დროს, იმავე პრინციპით, ამოიცნონ მოწინააღმდეგის ბაქტერია. ფრანგი კოლეგები თვლიან, რომ მსგავსი  საგანმანათლებლო თამაში  საშუალებას მისცემს სტუდენტებს მოახდინონ ცოდნის კონსოლიდაცია/ორგანიზება  ბაქტერიებისა და შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპიის შესახებ, რათა მომავალში თავიდან აიცილონ ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, რაც ჯანდაცვის ერთ-ერთი გლობალური პრობლემის ანტიბიოტიკორეზისტენტული ბაქტერიების რიცხვის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

თამაშის მონაწილე თსა-ს სტუდენტები და პედაგოგებიც თვლიან, რომ  თამაში სახალისოა და ხელს უწყობს ცოდნის ორგანიზებას, ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების აღმოჩენას და უკუკავშირის მიღებას.

საგანმანათლებლო თამაშების შესახებ ვრცელი სტატიები ხელმისაწვდომია ბმულზე:

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01