ღია კარის დღეები - 2023

ღია კარის დღეები - 2023

🗓️ 2023-03-06



თბილისის სამედიცინო აკადემია მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს ღია კარის დღეებზე გიწვევთ!

აბიტურიენტებს შესაძლებლობა გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სიმულაციურ ტრენინგში "ერთი დღე კლინიკაში“ და სრულიად უსაფრთხო გარემოში სამედიცინო სიმულატორებსა და მულაჟებზე ჩაატაროთ სამედიცინო პროცედურები:

1. პირველადი რეანიმაციული ღონისძიებები - გულის არაპირდაპირი მასაჟი, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, დეფიბრილაცია;

2. ინტრავენური მიდგომები - პერიფერიულ ვენაში კათეტერის ჩადგმა, სისხლის ნიმუშის აღება, ვენაში პრეპარატის შეყვანა;

3. ჭრილობის პირველადი დამუშავება და გაკერვა;

4. ენდოტრაქეული ინტუბაცია - სასუნთქი მილის მოთავსება ტრაქეაში ლარინგოსკოპის გამოყენებით;

ასევე, აბიტურიენტებს შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ თსა-ს სასწავლო-კვლევით ლაბორატორიას და აკადემიის სტუდენტების დახმარებით, თავად ჩაატაროთ გარკვეული ლაბორატორიული სამუშაოები:

1. ბაქტერიული ნაცხის დათვალიერება მიკროსკოპის ქვეშ

2. მყარ საკვებ ნიადაგზე ობსერვაცია

გარდა ამისა, თქვენ შეძლებთ ჰისტოლოგიის ლექტორის მეთვალყურეობითა და ჩვენი სტუდენტების დახმარებით, თავად იმუშაოთ და დაათვალიეროთ ადამიანის სხვადასხვა ქსოვილი სინათლის მიკროსკოპის ქვეშ.

აბიტურიენტები მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას აკადემიის სასწავლო და გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და საუნივერსიტეტო სტიპენდიის შესახებ. მეგზურობას და მენტორობას კი თსა-ს სტუდენტები გაგიწევენ.

სარეგისტრაციო ბმული

გელოდებით!
გახსოვდეთ, რომ მედიცინა იწყება აქ!

#მედიცინაიწყებააქ
#choosewisely
 #თსა
 #040

 

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01