Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამების ფარგლებში, თსა-ს პარტნიორი და ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი - სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (University of Santiago de Compostela) გთავაზობთ ერთ კვირიან სამუშაო მივლინების შესაძლებლობას, რომლის განმავლობაშიც თქვენ საშუალება გექნებათ აქტიურად ჩაერთოთ პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესებში, დააკვირდეთ კოლეგების მუშაობას და მიიღოთ ფასეული პროფესიული გამოცდილება.
მობილობა სრულიად ფინანსდება ევროკავშირის გრანტით და თავის მხრივ მოიცავს როგორც მგზავრობის და განთავსების ხარჯებს, ასევე დღიურ ანაზღაურებას.
მობილობის ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით (+2 დღე მგზავრობისათვის). სამუშაო პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 19 მარტის ჩათვლით გამოაგზავნოთ სსააპლიკაციო ფორმა და თქვენი CV შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge შემდეგი დანართებით:
ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ „Teaching mobility to USC“.
გაითვალისწინეთ! აღნიშნული დოკუმენტები აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე! წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება!
წარმოდგენილი განაცხადებიდან თსა-ს შესარჩევი კომიტეტის მიერ განისაზღვრება წინასწარი სია, ხოლო საბოლოო კანდიდატის შერჩევა წარმოებს უშუალოდ ესპანური მხარის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სასწავლო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.usc.gal/en/studies/degrees/health-sciences/medicine-degree
დაინტერესების ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!
ბოლო სიახლეები
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
