თსა-ში მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელები პროფესორები ჟოზეტ დენეკენსი და ჰერმან ვან როსუმი (ბელგია, ანტვერპენი). ვიზიტის ფარგლებში, სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალის მონაწილეობით. შეხვედრებზე განიხილეს პილოტურ რეჟიმში განხორციელებული ინოვაციური პროექტების შედეგები და მათი პროგრამაში შემდგომი იმპლემენტაციის გზები. შეიქმნა ინოვაციების რუკა, განხორციელებული ცვლილებების ასახვის, ასევე, პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის უკეთ გაცნობის მიზნით.
ცენტრის ხელმძღვანელები შეხვდნენ სტუდენტებს და მოისმინეს მათი აზრი ინოვაციების და ზოგადად სასწავლო პროცესის შესახებ.
გაიმართა სამუშაო შეხვედრები პორტფოლიოს მენტორებისათვის, სადაც მენტორებმა ერთმანეთს და ცენტრის ხელმძღვანელებს გაუზიარეს გამოცდილება, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, სამუშაო მცირე ჯგუფებად გადანაწილებულებმა განიხილეს პორტფოლიოს ფარგლებში დაგროვილი რამდენიმე საინტერესო ქეისი, მოისმინეს ცენტრის ხელმძღვანელების მიერ მომზადებული ლექცია - თვით - ანალიზის მნიშვნელობის შესახებ სამედიცინო პრაქტიკაში.
ცენტრის ხელმძღვანელები შეხვდნენ კლინიკური სასწავლო კურსების განმახორციელებელ პედაგოგებს, მოისმინეს მათგან ინფორმაცია არსებული გამოწვევების შესახებ და ერთად დასახეს გზები კლინიკურ ეტაპზე სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
თსა აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგები - სამუშაო გარემოში სწავლებისა და შეფასების მეთოდების შესახებ, მინი-კლინიკური სავარჯიშოს შეფასება, გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება და კლინიკური მსჯელობის ხაზის განვითარება პროგრამაში.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
