სიახლე 105

არითმიის ზამთრის სკოლა

არითმიის ზამთრის სკოლა
საქართველოს არითმიის სკოლის ორგანიზებითა და თბილისის სამედიცინო აკადემიის მხარდაჭერით, ბაკურიანში არითმიის ზამთრის სკოლის მორიგი სესია გაიმართა. ზამთრის სკოლაში მონაწილეობდა საქართველოს ხუთი სამედიცინო უნივერსიტეტის 60-მდე სტუდენტი.

თსა-ს გუნდს წარმოადგენდნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუდენტები, მათ შორის, ათათურქის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი, რომლებიც თსა-ს მოწვევითა და სრული დაფინანსებით სპეციალურად ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.

ორდღიანი სესიის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პრაქტიკულ სემინარსა და ვორკშოპში. ასევე, გაიმართა ინტელექტუალური თამაში ელექტროკარდიოგრაფიის წაკითხვაში, რომელშიც თსა-ს სტუდენტებმა ლაშა აგულაშვილმა და სოფიო შამუგიამ საპრიზო ადგილები დაიმსახურეს.