თსა-ში ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, პედაგოგებისთვის ტრენინგების კვირეული გაიმართა. სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბა იორდანიშვილმა აუდიტორიას გაუზიარა თსა-ს მეთოდური რეკომენდაცია აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ. პრეზენტაცია ასევე მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა პორტფოლიოში სტუდენტების მხრიდან. ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტებთან ურთიერთობის კოორდინატორმა საიფ რუსტუმმა ტურნიტინის პროგრამის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.
ტრენინგების კვირეულის ფარგლებში თსა-ს ვიცე რექტორმა კვლევის მიმართულებით, ეკატერინე კლდიაშვილმა აუდიტორიასთან ისაუბრა სამეცნიერო კომუნიკაციის მეთოდიკაზე. მიმოიხილა სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომის (პრეზენტაცია, ესე, ანგარიში, პროექტი) ორგანიზებისა და შეფასების ძირითად პრინციპები.
ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა ზარნაძემ აუდიტორიას გააცნო შეფასების ძირითადი პრინციპები სამედიცინო განათლებაში. ხოლო, საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ვახო დეისაძემ წარმოადგინა საერთაშორისო რეკომენდაციები MCQ სტანდარტული ტესტის შექმნის შესახებ.
პედაგოგთა ტრენინგების მიზანია აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიონალიზაციის ხელშეწყობა სწავლა-სწავლების, შეფასების მეთოდებისა და სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარების მიმართულებით. ასევე, აკადემიური და მოწვეული პერსონალის კვალიფიციური და გამოცდილი გუნდის ფორმირების ხელშეწყობა, რომელიც იზიარებს აკადემიის ხედვას სწავლების და კვლევის მიმართულებით, აკადემიის ინსტიტუციურ კულტურას და შესაბამისად, ზრუნავს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
