პროექტი ლაბ-ორატორი დაიწყო

პროექტი ლაბ-ორატორი დაიწყო

🗓️ 2023-05-08

თბილისის სამედიცინო აკადემიისა (თსა) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სტუდენტური თვითმმართველობის განათლების კომიტეტის ორგანიზებით, პროექტ ,,ლაბ-ორატორის” ფარგლებში ჩატარდა ლექცია თემაზე: ,,რეოლოგია კლინიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში”.

ლექციას უძღვებოდა რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ფიზიკის, თსსუ-ის ბიოფიზიკის ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მაკა მანწკავა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსა-ს მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა ზარნაძე და სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

ღონისძიების დასასრულს, დამსწრე სტუდენტებს ჩაუტარდათ ქვიზი, რომელიც შეეხებოდა მოსმენილ ლექციას. ქვიზის შედეგად, შეირჩა საუკეთესო შედეგის მქონე 20 სტუდენტი, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში „ლაბ-ორატორი“ და მომდევნო ეტაპზე ეწვევიან რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიას, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ცოდნა გაიღრმაონ და მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ აქტივობებში. შერჩეულ 20 სტუდენტს შორის არიან თსა-ს სტუდენტებიც.

პროექტის დასკვნითი ეტაპი, რომელიც გულისხმობს საფინალო პრეზენტაციების წარდგენას და გამარჯვებული სტუდენტების გამოვლენას, გაიმართება თბილისის სამედიცინო აკადემიაში.

პროექტ „ლაბ-ორატორის“ მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება რეოლოგიასა და ბიორეოლოგიის თემატიკაზე, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული მიმართულებით. პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე დაინტერესებული სტუდენტები მოისმენენ ლექციას. ლექციის შემდეგ, შერჩეული 20 მონაწილე პრაქტიკულ მეცადინეობას უკვე ლაბორატორიაში გაივლის, ხოლო დასკვნით ეტაპზე, პროექტის მონაწილე სტუდენტები ჯგუფურად წარადგენენ პრეზენტაციებს და მათგან საუკეთესოს სპეციალური ჟიური გამოავლენს.

პროექტის მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01