ჩვენ ვიყენებთ ქუქებს საიტის მუშაობისა და ანალიტიკისთვის. არასავალდებულო ქუქები ჩაიტვირთება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. იხილეთ ჩვენი
ქუქების პოლიტიკა და
პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკა.
,,ლაბ-ორატორის” მეორე ეტაპს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიამ უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე შერჩეულ 20 სტუდენტს, შესაძლებლობა მიეცა საკვლევ მიკროსკოპზე გაევლო პრაქტიკული გადამზადება. მეცადინეობას უძღვებოდა რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ფიზიკის, თსსუ-ის ბიოფიზიკის ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მაკა მანწკავა.
პროექტ „ლაბ-ორატორის“ მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება რეოლოგიასა და ბიორეოლოგიის თემატიკაზე, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით. პროექტი სამ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა სტუდენტებმა მოისმინეს ლექცია, რომლის შედეგადაც შეირჩა 20 საუკეთესო სტუდენტი. მეორე ეტაპზე მათ შესაძლებლობა მიეცათ პრაქტიკული მეცადინეობა გაევლოთ ლაბორატორიაში, ხოლო დასკვნით ეტაპზე, პროექტის მონაწილე სტუდენტები ჯგუფურად წარადგენენ პრეზენტაციებს და მათგან საუკეთესოს სპეციალური ჟიური გამოავლენს. ასევე, კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოხსენებები წარადგინონ რეობიომედ 2023-ზე.
პროექტის დასკვნითი ეტაპი, სტუდენტური კონფერენცია, თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) 30 ივნისს გაიმართება.
პროექტი „ლაბ-ორატორი“ ორგანიზებულია თბილისის სამედიცინო აკადემიისა (თსა) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სტუდენტური თვითმმართველობის განათლების კომიტეტის მიერ.

ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09