როგორ ვიპოვო მოტივაციის წყარო?

როგორ ვიპოვო მოტივაციის წყარო?

🗓️ 2023-07-03

"როგორ ვიპოვო მოტივაციის წყარო?" - თბილისის სამედიცინო აკადემიაში სტუდენტებისათვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოლოგი და ტრენერი ნინო ბუაძე.

ინტერაქციითა და სხვადასხვა აქტივობით დატვირთულ შეხვედრაზე განიხილეს მოტივაციის რაობა, მექანიზმი და მოტივაციის წყაროები. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ვოკრშოპში, ეფიქრათ საკუთარი მოტივაციის წყაროზე მასზე მოქმედ ფაქტორებზე, სწავლასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე, მოტივაციისა და თვითშეფასების კავშირსა და იმ დისპოზიციებზე, რომლებიც ხელს უშლიან დარჩნენ უფრო მოტივირებულები, სწავლის პროცესში.

„ძალიან საინტერესო იყო აუდიტორიასთან შეხვედრა, სტუდენტების ჩართულობა საკმაოდ ინტერაქციული იყო, მათ საშუალება ჰქონდათ ინდივიდუალური სავარჯიშო გაეკეთებინათ, ეს კი მათთვის სასარგებლოა, რადგან მათ კონკრეტულ მიზანს ეხება და უფრო ნათლად დაინახეს რა არის მათი მიზანი. სტუდენტებმა საინტერესო კითხვები დასვეს. ვფიქრობ, მომავალში ეს იქნება მათთვის ხელშემწყობი ეფექტურად დაგეგმონ საკუთარი სურვილები და მიზნები“ - აღნიშნა ნინო ბუაძემ.

შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებმა შეიმუშავეს ინდივიდუალური სტრატეგია საკუთარი მიზნების მისაღწევად, რაც დამატებით სარგებელს მისცემს მათ გამოიყენონ ეს უნარები ცხოვრებაში.

„კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, რადგან ძალიან დამაფიქრა თუ რა არის მოტივაციის საფუძველი, რა მოქმედებს მასზე და რა არის მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად. ფსიქოლოგი საინტერესოდ და დეტალურად საუბრობდა. ვფიქრობ, უფრო ღრმად შევისწავლი რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემს მიზნებს მივაღწიო“ - ლუკა ღვინიაშვილი, პირველი კურსის სტუდენტი.

ბოლო სიახლეები


თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა
თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა
🗓️ 2026-07-16
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
🗓️ 2026-07-14
კვლევის დღე
კვლევის დღე
🗓️ 2026-07-14
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
 თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15