დერმატოლოგთა მსოფლიო კონგრესს სინგაპურმა უმასპინძლა. კონგრესში ევროპის ამბასადორის, საერთაშორისო სპიკერისა და სესიის თანათავმჯდომარის სტატუსით მონაწილეობდა თსა-ს მედიცინის სკოლის დეკანი ლალი მეკოკიშვილი. მისი მოხსენება შეეხებოდა სტაფილოკოკური ინფექციების თანამედროვე მკურნალობასა და პრევენციას. ღონისძიების ფარგლებში, მან ასევე მონაწილეობა მიიღო გენერალურ ასამბლეის მუშაობაში, როგორც დერმატოლოგთა საზოგადოებების საერთაშორისო ლიგის წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, მედიცინის სკოლის დეკანს დიალოგი ჰქონდა რომის, ვროცლავის, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთობლივ სამომავლო პროექტებზე.
დერმატოლოგთა მსოფლიო კონგრესს 12000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. 300-მდე საერთაშორისო სპიკერმა აუდიტორიას გაუზიარა დარგის უახლესი მიღწევები და ინოვაციები.
დერმატოლოგთა მსოფლიო კონგრესი 4 წელიწადში ერთხელ იმართება და დარგის უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო-პრაქტიკულ მოვლენას წარმოადგენს.
ბოლო სიახლეები
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
