როგორ გავუზარდოთ სტუდენტებს მოტივაცია დამოუკიდებელი სწავლისათვის ?- თბილისის სამედიცინო აკადემიაში ინტერაქციული შეხვედრა გაიმართა. სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში არსებული სიახლეებისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით, თსა-ს ლექტორები საგანმანათლებლო ღონისძიებაზე შეიკრიბნენ.
შეხვედრაზე თსა-ს ლექტორებმა - მანანა ლოლაძემ, ია ხახუტაიშვილმა, ნანუკა წიკლაურმა და ია ხურცილავამ მიმოიხილეს სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) გზამკვლევები და ჟურნალ “Medical Teacher”-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევები სტუდენტთა მოტივაციის გაზრდის და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით.
მომხსენებლებმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: „მოტივაცია სამედიცინო განათლებაში“ (AMEE-ს გზამკვლევი N115), კონცეფციის რუკა: სწავლა-სწავლების დამხმარე საშუალება (ჟურნალი Medical Teacher"), თორმეტი რჩევა ნეიროანატომიის სწავლებისთვის სამედიცინო სტუდენტების პერსპექტივიდან (ჟურნალი „Medical Teacher“), დამოუკიდებელი სწავლის უნარები (Practical Guide for Medical Teachers). შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში მიმდინარეობდა.
თსა-ს ლექტორებმა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასთან ერთად ისაუბრეს იმაზე, თუ თავად როგორ ცდილობენ სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტებს გაუზარდონ მოტივაცია დამოუკიდებელი სწავლისათვის. შეხვედრის თემა შეირჩა პროგრამის განხორციელებაში ჩართული პერსონალის კმაყოფილების კვლევის შედეგების და სტუდენტთა გამოკითხვის საფუძველზე.
ბოლო სიახლეები
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
