საორიენტაციო შეხვედრები პირველკურსელთათვის გრძელდება. პირველკურსელებთან მორიგი შეხვედრა გამართეს თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და სტუდენტური აკადემიის წევრებმა. შეხვედრის ფარგლებში ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა მაღლაკელიძემ სტუდენტებს გააცნო თსა-ს მისია, მიზნები და გაუზიარა ინფორმაცია სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების შესახებ, კერძოდ, ის, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ფსიქოლოგის სერვისით. გარდა ამისა, გააცნო ის, სოციალური პროექტები და პარტნიორები, რომელთანაც თსა სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
სტუდენტური აკადემიის (სა) წევრებმა პირველკურსელებს გაუზიარეს სა-ს მიზნები, მიმდინარე პროექტები, არსებული სტუდენტური კლუბების შესახებ ინფორმაცია და სამომავლო გეგმები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის 6 დღე“ მონაწილე სტუდენტები, რომლებმაც ისაუბრეს პროექტის დეტალებზე და მათი თვალით დანახული სოფლის ექიმის პროფესია და ყოველდღიურობა გაუზიარეს.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში მიმდინარეობდა და პირველკურსელთა ყველა საინტერესო შეკითხვას გაეცა პასუხი.
საორიენტაციო კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს უკვე ჰქონდათ შეხვედრა თსა-ს მედიცინის სკოლის დეკანთან და დეკანატის წარმომადგენლებთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელთან, საერთაშორისო ურთიერთობისა და კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია სასწავლო პროცესის, გაცვლითი პროგრამების და კვლევითი პროექტების შესახებ.
ბოლო სიახლეები
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
