ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი თსა-ში

ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი თსა-ში

🗓️ 2023-09-25

მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში თსა-მ საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტს, პროფესორ მლადენ კრაიაჩიჩს უმასპინძლა. მიკრობიოლოგიის ექსპერტმა აკადემიის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს  ორ დღიანი ტრენინგის ფარგლებში შემდეგი თემები წარუდგინა: ვირუსები - ბევრად მეტი, ვიდრე დაავადების გამომწვევი  აგენტები და ბაქტერიები - ბევრად მეტი, ვიდრე დაავადების გამომწვევი  აგენტები.

მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ვირუსებისა და ბაქტერიების შესახებ, როგორც ადამიანის სხეულის ბუნებრივი თანამცხოვრებებზე, რომელთაგან ზოგიერთი არა მხოლოდ უვნებელია, არამედ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადამიანების კეთილდღეობას და ნორმალურ ბიოლოგიურ ფუნქციონირებას. საუბარი ასევე შეეხო საკითხს, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ვირუსები, ბაქტერიები და მათი სტრუქტურული ელემენტები და ფერმენტები, როგორც ფიჭური/მოლეკულური იარაღები ბიოტექნოლოგიასა და მოლეკულურ მედიცინაში.

მლადენ კრაიაჩიჩი ზაგრების უნივერსიტეტის (ბიოლოგიის დეპარტამენტის) სრული პროფესორია. როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელი და მთავარი მკვლევარი, რამდენიმე კვლევით პროექტში, ის ხელმძღვანელობდა მოლეკულური ბიოლოგიის გამოკვლევებს ვირუსებზე, სუბვირუსულ აგენტებზე (ვიროიდები და სატელიტური რნმ) და არაკულტივირებად ბაქტერიებზე. მისი გამოკვლევების შედეგები გამოქვეყნებულია ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებში, რომელთაგან ზოგიერთი ეკუთვნის დარგის ტოპ 10%-ს.

2010 წელს მან დააარსა მიკრობიოლოგიის განყოფილება ბიოლოგიის კათედრის ფარგლებში. იგი იყო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საბჭოს, ასევე ეროვნული სამეცნიერო საბჭოს ბიოლოგიის საბჭოს წევრი.

მას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება აკადემიური/კვლევითი დაწესებულებების, სასწავლო პროგრამებისა და კვლევითი გრანტების შეფასების საქმეში, არის ექსპერტი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07