როგორ მივუდგეთ ალცჰაიმერის მქონე პაციენტებს და რა შეცდომებს ვუშვებთ მათთან ურთიერთობისას? თბილისის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებითა და საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის მხარდაჭერით თსა-ში ვორქშოპი გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ თსა-ს სტუდენტი ხატია დევაძე და ალცჰაიმერის ასოციაციის წარმომადგენელი მარიამ ალავიძე.
ღონისძიების ფარგლებში ალცჰაიმერის მქონე პაციენტებთან მიდგომის სხვადასხვა მეთოდი განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ვორქშოპზე დამსწრე აუდიტორიამ მონაწილეობა მიიღო გონების გასავარჯიშებელ სხვადასხვა თამაშში.
“ვფიქრობ, ეს ვორქშოპი მნიშვნელოვანია არამარტო სტუდენტებისთვის, არამედ ზოგადად, საზოგადოებისთვის, რათა გავზარდოთ ცნობიერება ალცჰაიმერის დაავადების მიმართ. მოხარული ვარ, რომ აქტიურად ჩაერთო აუდიტორია საკითხის განხილვაში. სასიხარულოა ისიც, რომ თბილისის სამედიცინო აკადემია ერთ-ერთი პირველია, ვისთანაც ასე აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა ალცჰაიმერის ასოციაციამ და ვიმედოვნებ, არაერთ ღონისძიებას განვახორციელებთ ერთობლივად” - მარიამ ალავიძე, საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის წარმომადგენელი.
შეხვედრაზე პირველ საერთაშორისო GAA კონფერენციაზე - "დემენცია და ღირსეული სიბერე" ონლაინ დასასწრები ბილეთებიც გათამაშდა.
“ მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის, როგორც მომავალი ექიმისთვის, ძალიან ინფორმაციული და საინტერესო იყო. ამიმაღლა ცნობიერება კონკრეტულად ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებით. Ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტი ატარებდეს მსგავს შეხვედრებს, სადაც ყველა სტუდენტს მიეცემა დასწრების და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა. გამიხარდა ისიც, რომ მოვიგე კონფერენციაზე დასასწრები ბილეთი და შესაძლებლობა მომეცემა მეტი გავიგო ამ საკითხის ირგვლივ” - მარიამ გორგაძე, პირველი კურსის სტუდენტი.
ბოლო სიახლეები
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
