ჩვენ ვიყენებთ ქუქებს საიტის მუშაობისა და ანალიტიკისთვის. არასავალდებულო ქუქები ჩაიტვირთება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. იხილეთ ჩვენი
ქუქების პოლიტიკა და
პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკა.
იცით თუ არა, რომ ბოტოქსი, რომელიც დღეს ასეთი პოპულარობით სარგებლობს და ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, როგორც ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება, არის ბაქტერიისგან მიღებული ნივთიერება - ტოქსინი. ამ ბაქტერიას ეწოდება კლოსტრიდიუმ ბოტულინუმი (Clostridium botulinum), ტოქსინს კი - ბოტულინოტოქსინი.
ეს ტოქსინი ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი ნივთიერებაა დედამიწაზე. ბოტულინოტოქსინის მთავარი სამიზნე ნერვული სისტემაა. ის არღვევს ნერვ-კუნთოვან სინაფსში იმპულსის გადაცემას და შედეგად იწვევს კუნთების დამბლას. ამ ტოქსინით მოწამვლის შედეგად ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში დაავადება - ბოტულიზმი. თუმცა გასუფთავებული და ინაქტივირებული სახით ბოტულინოტოქსინი 1970 წლიდან სამკურნალო მიზნით გამოიყენება.
თავდაპირველად იგი ოფთალმოლოგიასა (სიელმის სამკურნალოდ) და ნევროლოგიაში (კუნთების სპაზმის მოსახნელად) გამოიყენებოდა. სწორედ ამ პერიოდში გამოვლინდა ამ ნივთიერების გვერდითი ეფექტი - თვალის გარშემო, ტუჩებისა და შუბლის არეში ნაოჭების ალაგება. შედეგად, ნაოჭების საწინააღმდეგოდ ბოტოქსის ინექციების გამოყენება ძალიან პოპულარული გახდა.
სიბერის დროებით შეჩერება, ნაოჭების გაქრობა, ადამიანისთვის ახალგაზრდობისა და სილამაზის ჩუქება - ესეც ხელოვნებაა.
მიკროორგანიზმების იდუმალი სამყაროს შესაცნობად ჩაერთეთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტში - საბავშვო უნივერსიტეტი „მედიცინა და ხელოვნება“. 2020 წლის სექტემბრის აქტივობებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდით - http://tiny.cc/4py5nz.
ბოლო სიახლეები
თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა
🗓️ 2026-07-16
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
🗓️ 2026-07-14
კვლევის დღე
🗓️ 2026-07-14
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
