თსა-ს საერთაშორისო სტუდენტებისათვის საორიენტაციო კვირეული ჩატარდა. ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გასაუბრებოდნენ აკადემიის რექტორს ირინე შოთაძეს, მედიცინის სკოლის დეკანს ლალი მეკოკიშვილს, ხარისხის სამსახურის უფროსს ნინო სიხარულიძეს და მათგან მიეღოთ ინფორმაცია აკადემიის მისიის, მიზნებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ. გარდა ამისა, სტუდენტები გაეცნენ თსა-ს ინფრასტრუქტურას, საბიბლიოთეკო რესურსებსა და სამეცნიერო კლუბს.
აკადემიის ინსტიტუციური კულტურის შესახებ სტუდენტებს ესაუბრა ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა მაღლაკელიძე, რომელმაც პირველკურსელებს გააცნო სოციალური პროექტები, რომელსაც თსა ახორციელებს სტუდენტების ჩართულობით. ასევე, ინფორმაცია მიაწოდა იმ სოციალური პარტნიორების შესახებ, ვისთანაც თსა აქტიურად თანამშრომლობს.
საორიენტაციო კვირეულის ბოლო დღეს, თსა-ს სტუდენტური ცხოვრების შესახებ პირველკურსელებს ინფორმაცია გაუზიარეს სტუდენტური აკადემიისა და კუბების წევრებმა, გააცნეს ყველა ის შესაძლებლობა, რასაც აკადემია მათ სთავაზობს და რაში ჩართვაც მათთვისაც საინტერესო იქნება.
პირველკურსელებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის ფორმატში გასაუბრებოდნენ აკადემიის უფროსკურსელებს და მათგან მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე.
ბოლო სიახლეები
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
