მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2023 (MEDIC 2023)

მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2023 (MEDIC 2023)

🗓️ 2023-12-04

2023 წლის 28-30 ნოემბერს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ორგანიზებით ჰიბრიდულ ფორმატში  ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2023 (MEDIC 2023)". ღონისძიება იყო აკრედიტებული EACCME®-ის მიერ. 

კონფერენცია MEDIC 2023 მიზნად ისახავდა მედიცინის და ჯანდაცვის აქტუალური საკითხების განხილვას, ასევე ინოვაციური და ინტერდისციპლინური კვლევების და მათი შედეგების წარდგენას და ინტერაქტიური აქტივობების განხორციელებას. ღონისძიების განხორციელებისას ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტების კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართულ აქტივობებს. 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში განიხილა სადოქტორო განათლების, კვლევის შეფასების, ხელოვნური ინტელექტის ერაში აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის საკითხებს და ასევე მედიცინის მიმართულებით ისეთი მნიშვნელოვანი თემების განხილვას, როგორიცაა ღეროვანი უჯრედები, მოლეკულური ონკოლოგია, ნეირომეცნიერებები, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა, პერსონალიზებული მედიცინა, პაციენტების უსაფრთხოება და სამედიცინო მონაცემების ანალიზი.   

სამეცნიერო კონფერენციის "მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2023 (MEDIC 2023)" ფარგლებში გაიმართა სატელიტური სიმპოზიუმი. ღონისძიება გულისხმობდა თსა-ს და შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის "HPV საქართველოში" შედეგების პრეზენტაციას.

ბოლო სიახლეები


ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
🗓️ 2026-06-01
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
🗓️ 2026-05-31
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
🗓️ 2026-05-22
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07