საიდან ჩნდება ამდენი ქუჩის ცხოველი? როგორ ვმართოთ ქუჩის ძაღლების პოპულაცია და რით შევუმსუბუქოთ ყოფა მათ? რა შეგვიძლია გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა? - ამ საკითხების განხილვის მიზნით, თსა-ში საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციას უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ Animal Project” -ის თანადამფუძნებელი ნინო ჩლაიძე. „ქუჩის ძაღლების პრობლემა საქართველოში და მისი გადაჭრის გზები“ – ამ სათაურის ქვეშ გააერთიანა მომხსენებელმა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ცხოველთა თავშესაფრები, მათთან დაკავშირებული მითი თუ რეალობა; ქუჩის ძაღლებთან ქცევის წესები; როგორ მოვიქცეთ, თუ აგრესიული ძაღლის პირისპირ აღმოვჩნდით, როგორ დავამეგობროთ ჩვენი ძაღლი ქუჩის ძაღლებს. ასევე, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს და საზოგადოების თანამშრომლობა პრობლემის მოგვარების საკითხში.
„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ამ პრობლემის შესახებ საუბარი და დიდი მადლობა უნივერსიტეტს, რომ ამის საშუალება მომცა. ინტერესიც საკმაოდ მაღალი იყო სტუდენტების მხრიდან და შევთანხმდით, რომ მომავალშიც ვაპირებთ სხვადასხვა მიმართულებით ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის ზრუნვას“ - აღნიშნა მან.
ბოლო სიახლეები
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
