თსა-ს აკადემიურმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო ევროპის სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - AMEE 2023. აღნიშნულ კონფერენციაში მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, თსა-ში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროგრამის ხელმძღვანელმა ცისანა ლომაშვილმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნინო სიხარულიძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ ბიძინა ჩაჩხიანმა, ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა ზარნაძემ და იმუნოლოგიის ლექტორმა კახა ბრეგვაძემ კოლეგებს სამეცნიერო კონფერენციებზე მიღებული გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებებში თსა-ს მონაწილეობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური და მოწვეული პერსონალი. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხილათ და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ სიახლეები, გამოცდილება, გამოწვევები და შესაძლებლობები სამედიცინო განათლების განვითარების, პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების კუთხით.
ბოლო სიახლეები
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
