თსა-ს სტუდენტები მოხუცთა სახლებში

თსა-ს სტუდენტები მოხუცთა სახლებში

🗓️ 2023-12-27

„შვილო, ჩვენ ვართ წარსული, თქვენ კი მომავალი. მართალია, ჩვენ ცხოვრების რაღაც მომენტში გადავიკვეთეთ, თუმცა, იმას, რასაც თქვენ მომავალში ნახავთ, ჩვენ ვეღარ მოვესწრებით,  ხოლო რაც ჩვენ უკვე გავიარეთ და ვნახეთ, მაგის ნახვას თქვენ ვერ შეძლებთ, ამიტომ ხშირად მოდით, მოვუყვეთ ერთმანეთს ამბები“ - გვითხრა მოხუცთა სახლში მცხოვრებმა 85 წლის გიორგი ბაბუამ.

აქ მცხოვრებ მოხუცებს საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორია აქვთ. ყველამ თავისი ამბავი მოყვა. ზოგმა ლექსად და ზოგმაც სიმღერით. ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და შევეცადეთ წინასაახალწლო განწყობა შეგვექმნა მოხუცებისთვის.

„მადლობა, რომ ასე გაგვახარეთ და გაგვილამაზეთ დღე“ - ასე დაემშვიდობნენ ჩვენს სტუდენტებს ბებიები და ბაბუები. სტუდენტებიც დაჰპირდნენ, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან მათთან ახალი ისტორიების გასაზიარებლად.

თსა-ს სტუდენტები თბილისსა და რუსთავში მდებარე მოხუცთა სახლებს სტუმრობდნენ. მათ მოხუცებს საახალწლო საჩუქრები და მათთვის საჭირო ინვენტარი გადასცეს.

ბოლო სიახლეები


Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
🗓️ 2026-06-01
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
🗓️ 2026-05-31
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
🗓️ 2026-05-22
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05