პროექტის „InTech4MED - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი „მედიცინა და ინოვაცია“. მისი მიზანია სტუდენტური კვლევითი აქტივობის ხელშეწყობა.
საგრანტო კონკურსში „მედიცინა და ინოვაცია“ მონაწილეობის უფლება აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
საგრანტო კონკურსში „მედიცინა და ინოვაცია“ მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა 2024 წლის 28 თებერვლამდე საპროექტო განაცხადი ქართულად და ინგლისურად უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე research@tma.edu.ge.
სტუდენტური კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 თვე.
სტუდენტური კვლევითი პროექტის ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10,000.00 (ათი ათას) ლარს. ის შეიძლება გამოყენებული იყოს კვლევის განსახორციელებლად აუცილებელი რეაქტივების და/ან სახარჯი მასალების შესაძენად.
საგრანტო კონკურსში წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს აფასებს სამეცნიერო საბჭო „მედიცინა და ინოვაცია“.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე research@tma.edu.ge.
ბოლო სიახლეები
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
