ტრენინგები LIFESTRAND პროექტის ფარგლებში

ტრენინგები LIFESTRAND პროექტის ფარგლებში

🗓️ 2024-03-01

 

Erasmus+ LIFESTRAND პროექტის ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიის დელეგაცია საქართველოსა და უკრაინის რვა სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ქალაქ სანტიაგო დე კომპოსტელასა (ესპანეთი) და ქალაქ პორტოში (პორტუგალია) იმყოფებოდა. კონსორციუმის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში, რომელიც ეხებოდა პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარების განვითარებას.

 

სამდღიან ტრენინგს, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტმა (USC) უმასპინძლა. ტრენინგი ფოკუსირებული იყო სცენარზე დაფუძნებულ სწავლებაზე, გადაუდებელ დახმარებაზე, მრავალმსხვერპლიან სიტუაციებში ტრიაჟზე, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ შეფასებასა და მხარდაჭერაზე. სამუშაო შეხვედრები პორტოს უნივერსიტეტში გაგრძელდა, სადაც ტრენინგის მონაწილეებმა პოლიტრავმირებული პაციენტების სისტემატურ შეფასება და ევაკუაციის სცენარები განიხილეს.

 

პროექტი LIFESTRAND მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ასევე, ოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლება.

 

Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი - „LIFESTRAND“,  შეიქმნა, დაიგეგმა და ხორციელდება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტი აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის უნივერსიტეტ.

 

თსა-ს დელეგაციის სამუშაო ვიზიტმა ესპანეთსა და პორტუგალიაში  დიდი ინტერესი გამოიწვია და გაშუადა სხვადასხვა მედია საშუალებით:

La Voz de Galicia - https://www.lavozdegalicia.es/noticia/sociedad/2024/02/19/especialistas-gallegos-forman-medicos-georgia-ucrania-instruyan-propios-ciudadanos-entorno-belico/00031708347124956832555.htm

Jornal de Noticiashttps://www.jn.pt/1983300121/medicos-ucranianos-e-georgianos-preparam-se-no-porto-para-cenarios-de-guerra/

 




ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07