არითმიის ზამთრის სკოლა

არითმიის ზამთრის სკოლა

🗓️ 2024-03-12

“არითმიის ზამთრის სკოლა” მოტივირებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს გააფართოონ ცოდნა მედიცინის მიმართულებით და მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან პრაქტიკულ სემინარებსა და ლექციებში.

თსა-ს ორგანიზებით, ბაკურიანმა „არითმიის ზამთრის სკოლას“ უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი იყო მრავალეროვნული სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების შეკრება ცოდნის გაცვლის, ECG კითხვისა და გადაუდებელ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღების საკითხებთან დაკავშირებით უნარების გამომუშავება.

“ბაკურიანში ჩატარებულმა ტრენინგმა შესაძლებლობა მომცა უფრო დეტალურად მესწავლა კარდიოგრამები, კარდიოლოგია და კიდევ ერთხელ დამენახა ექიმის ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი მნიშვნელობა. ასევე, ძალიან საინტერესო იყო პირველადი დახმარების კურსები, რაც ვფიქრობ არა მარტო ექიმებს, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გავლილი, რადგან ერთ დღეს შეიძლება ამ ცოდნით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ” - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა ლიზი მოყვანიძემ. 

წელს, ტრენინგში თსა-ს სტუდენტებთან ერთად, უცხოელი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებმაც (სტამბოლის ალთინბაშის უნივერსიტეტი) მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა, ტრენინგებში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სამედიცინო უნივერსიტეტის, ალტე უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების სტუდენტები. 

მდიდარ სამეცნიერო პროგრამასთან ერთად, სტუდენტები ასევე ჩაერთნენ სოციალურ საინფორმაციო კამპანიაში „პირველადი გადაუდებელი დახმარება გულის გაჩერების დროს“.  აღნიშნული ღონისძიებები და გადაუდებელ შემთხვევებში პირველი დახმარების უნარ-ჩვევების გავრცელება თანხვედრაშია ERASMUS+ პროექტ LIFESTRAND -ის მიზნებთან და ამოცანებთან.

პროექტი LIFESTRAND მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

 

ინსტიტუციური განვითარების პროექტი - LIFESTRAND შეიქმნა, დაიგეგმა და ხორციელდება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტი აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს.


 

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07