თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ!
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს გაცვლითი შესაძლებლობებისათვის:
• Erasmus+ სტიპენდია ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტში - (1 ადგილი), მობილობის ხანგრძლივობა - 5 თვე
• კლინიკური სტაჟირება ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტში - (2 ადგილი), მობილობის ხანგრძლივობა - 1 თვე
• სემესტრული (ბილატერალური) გაცვლითი პროგრამა ალთინბაშის უნივერსიტეტში, (სტამბული, თურქეთი), (2 ადგილი), მობილობის ხანგრძლივობა - 5 თვე
კონკურსში შერჩევის კრიტერიუმები:
GPA: Erasmus+ სტიპენდიისთვის: საერთო GPA >2.5
ბილატერალური მობილობისთვის: წინა სემესტრის GPA >2.0
კლინიკური სტაჟირებებისთვის: წინა სემესტრის GPA >2.0
ინგლისური ენის ცოდნის დონე და რეკომენდაციები/ექსტრაკურიკულური აქტივობები.
• კანდიდატების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ უფროსკურსელებს და იმ სტუდენტებს, რომელთაც არ უსარგებლიათ ანალოგიური მობილობის შესაძლებლობებით.
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსა-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრაციის მომენტისთვის იმყოფებიან სწავლების VI-X სემესტრებში.
დაინტერესებულ სტუდენტებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო და ერთი სარეკომენდაციო წერილები ქართულ ან ინგლისურ ენებზე შემდეგ მისამართებზე 27 მარტის ჩათვლით:
• erasmus@tma.edu.ge - ლოძის უნივერსიტეტში სემესტრული მობილობისთვის და კლინიკური სტაჟირებისთვის
• international@tma.edu.ge - ალთინბაშის უნივერსიტეტში სემესტრული მობილობისთვის
ელ.ფოსტის წერილის სათაურში მიუთითეთ დანიშნულება: “Erasmus+ მობილობა” „კლინიკური სტაჟირება.“ ან “სემესტრული მობილობა ალთინბაშში”
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
• პოლონეთის პროგრამები - erasmus@tma.edu.ge
• თურქეთის პროგრამები International@tma.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!
ბოლო სიახლეები
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
