თსა აცხადებს კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნებს!
ეს თქვენი შანსია ჩაერთოთ სწავლა-სწავლების მიმდინარეობის პროცესში, კომიტეტის წევრებთან ერთად გადაჭრათ ყველა ის საკითხი, რაც დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან თუ კვლევასთან.
თქვენ შეგიძლიათ იყოთ თქვენი თანატოლების ხმა კურიკულუმის კომიტეტში!
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
· სტუდენტის აკადემიური მოსწრება (GPA) არ უნდა იყოს 2,5-ზე ნაკლები.
· კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს რეზიუმე/CV ფოტოსურათით. რეზიუმე უნდა მოიცავდეს სტუდენტის ინტერესებისა და მისწრაფებების აღწერას, ექსტრაკურიკულურ, აკადემიურ და სოციალურ აქტივობებში მიღებულ გამოცდილებას, მოხალისეობრივი საქმიანობის, სტუდენტურ კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას (არაუმეტეს 300 სიტყვისა).
· კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, თუ რა ხედვა გააჩნია კურიკულუმის კომიტეტის საქმიანობასთან მიმართებით და რატომ წარადგენს საკუთარ კანდიდატურას (არაუმეტეს 300 სიტყვისა).
რეგისტრაცია
· აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://forms.gle/LTsdU8j8SZFh46fq9
· რეგისტრაციის ვადის ამოწურვის მომენტისათვის არასრულად წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის შემთხვევაში, კანდიდატი მოიხსნება არჩევნებიდან. ვადაგადაცილებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
არჩევნები
· არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, Google Forms-ის მეშვეობით. ხმის მიცემის უფლება ექნებათ სტუდენტებს მხოლოდ თსა-ს ელ-ფოსტის გამოყენებით.
· გამარჯვებულები იქნებიან ის სტუდენტები, რომელთაც ექნებათ მოპოვებული ყველაზე მეტი ხმა.
· არჩევნებზე მიღებული შედეგები ჩაითვლება ვალიდურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს თსა-ს სტუდენტების არანაკლებ 10%.
არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი თარიღები:
· კანდიდატურების რეგისტრაციის პერიოდი - 2024 წლის 29 მარტი - 4 აპრილი, 18:00 საათი.
· წარმატებული ნომინანტების (კანდიდატურების) ვებგვერდზე გამოქვეყნება - არაუგვიანეს 2024 წლის 10 აპრილისა.
· არჩევნების დღე - 2024 წლის 11 აპრილი
· საბოლოო შედეგების გამოცხადება 2024 წლის 12 აპრილი
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
