თსა-ს ახალი ლექტორებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპები. ლექტორები ინტერაქციულ ფორმატში გაეცნენ კომპეტენციაზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების არსს, აქტიური სწავლების მეთოდებს. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სავარჯიშოების შესრულებაში, რომლის მიზანი იყო თანამედროვე სამედიცინო განათლებაში ჩართული პედაგოგის უფლება - მოვალეობების გაცნობა.
შეხვედრის ფარგლებში ახალი ლექტორებისათვის მისიის გაცნობის მიზნით თსა ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა მაღლაკელიძემ შეხვედრა ინტერაქციულად, მონაწილეებისათვის საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის რეჟიმში წარმართა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ აკადემიის სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს, საგანმანათლებლო პროგრამას, საბიბლიოთეკო რესურსებს და მართვის ელექტრონულ სისტემას. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ თსა-ს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, ანატომიური მაგიდა და სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია.
შეხვედრების შემდეგ მონაწილეებს დაევალათ ტრენინგის თვითანალიზის შექმნა.
ბოლო სიახლეები
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
