ფოტოპროექტის “სოფლის ექიმის ექვსი დღე” განაცხადების მიღება იწყება! თუ ხართ დაინტერესებული ფოტოგრაფიით, მაშინ ეს თქვენი შანსია! პროექტი მედიცინისა და ხელოვნების გადაკვეთის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას იძლევა!
პროექტის შესახებ
თსა უკვე 2 წელია წარმატებით ახორციელებს ტრანსდისციპლინური ხასიათის ფოტოპროექტს „სოფლის ექიმის ექვსი დღე“.
თსა-ს სტუდენტებმა იმოგზაურეს მაღალმთიან აჭარასა და გურიაში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იცხოვრეს ადგილობრივ ექიმებთან ერთად. გაეცნენ მათ ყოველდღიურობას, სამუშაო პროცესს და ეს ყოველივე არა მხოლოდ ფირზე აღბეჭდეს, არამედ ჩანაწერების სახითაც გაუზიარეს საზოგადოებას. პროექტს, რომლის მიზანიც რეგიონში მცხოვრები ექიმების ცნობადობის გაზრდა და სტუდენტებში სამედიცინო პროფესიონალიზმის გაღვივებაა უკვე 12 მონაწილე სტუდენტი ჰყავს.
ახლა თქვენი ჯერია!
შერჩეული რეგიონები
2024 წელს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმოგზაურონ ახალციხეში, ლეჩხუმსა და სვანეთში და ამ რეგიონებში მცხოვრები ექიმების ამბები გაუზიარონ საზოგადოებას ფოტოებისა და ჩანაწერების სახით.
სტუდენტების შერჩევა
გასული წლების მსგავსად, წელსაც შეირჩევა 6 სტუდენტი. პროექტის მონაწილე სტუდენტები შეირჩევიან აკადემიური მოსწრებისა, სამოტივაციო წერილების და დავალების (ფოტოს აღწერა) საფუძველზე. პროექტის მონაწილე სტუდენტის აკადემიური მოსწრება უნდა იყოს არანაკლებ 2,5.
პროექტში მონაწილე სტუდენტებს მოეთხოვებათ დარეგისტრირდნენ ბმულზე https://docs.google.com/forms/d/1_2hxETSIJZ4Xmqp2Oq4mZVnRhrSUUZhBpij3vEHppms/edit?ts=662a5818 ატვირთონ სამოტივაციო წერილი და აღწერონ ის სამი ფოტო, რომელიც სარეგისტრაციო ბმულშია მოცემული.
განაცხადების მიღება
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 19 მაისი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
მოსამზადებელი პერიოდი
პროექტის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები შეიძენენ ისეთ უნარებს, როგორიცაა ფოტოგრაფია, წერისა და თხრობის უნარები (blogging, writing, storytelling). სტუდენტებს ტრენინგის პარალელურად მოუწევთ დავალებების შესრულებაც.
პროექტის პირველი ეტაპი ზაფხულში დაიწყება და მოიცავს მოსამზადებელ სამუშაოებს. ახალი სემესტრის დაწყებამდე კი დაიგეგმება ექსპედიცია.
რეგისტრირებულ სტუდენტებთან მოხდება დაკავშირება და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაზიარება.
მონაწილე სტუდენტებისთვის ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
