“ალცჰაიმერის კლუბის” ინიციატივით თსა-მ მორიგ შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის პრეზიდენტი, ნევროლოგთა ასოციაციის წევრი, ნევროლოგი ნონა მინდიაშვილი.
მომხსენებელმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა ალცჰაიმერის პათოფიზიოლოგიისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ. მან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თსა-სა და ალცჰაიმერის ასოციაციას შორის არსებულ პოზიტიურ თანამშრომლობას და გამოთქვა პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. “მე მსურს რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციასა და აკადემიას შორის და გახდეს უფრო ნაყოფიერი. ამასთან, ვფიქრობ, რომ სტუდენტების ამ თემებით დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია ვინაიდან, მჯერა საბოლოოდ ამ დაავადების მკურნალობის ეფექტიანობა სწორედ, რომ მომავალი თაობის ხელშია. ვიმედოვნებ, რომ სწორედ ახალი თაობა მიაგნებს ამ დაავადებისგან განკურნების გზებს და მედიკამენტებს” - აღნიშნა მან.
ალცჰაიმერის დაავადების მიმართ სტუდენტების ინტერესი სულ მზარდია და დარგის პროფესიონალებთან შეხვედრების ინიცირებაც სწორედ სტუდენტებისგან მოდის. "შეხვედრა კლუბის მოხალისეების თხოვნით ჩავნიშნეთ, ვფიქრობ ამ კლუბში მოხალისეობით ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეს შევეჭიდეთ, რისთვისაც პირველ რიგში ჩვენი ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. ქალბატონი ნონას ლექცია კი სწორედ ამაში დაგვეხმარა"- აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა ხატია დევაძემ, რომელიც ამავდროულად “ალცჰაიმერის კლუბის” ხელმძღვანელია.
ბოლო სიახლეები
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
