თსა-ში თანატოლთა სწავლების პროგრამაში ჩართული სტუდენტების ახალი ნაკადისათვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა. ორ დღიანი ტრენინგი ორგანიზებული იყო თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და თანატოლთა სწავლების პროგრამის შემქმნელების მიერ. პროგრამა კი შემუშავებული იყო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე.
საერთაშორისო სტუდენტთა კოორდინატორი საიფ რუსტუმი, ტრენინგის მონაწილე სტუდენტებს თანატოლთა სწავლების პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა, ხოლო ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა მაღლაკელიძემ მონაწილეებს თსა-ს მისია ინტერაქციულ ფორმატში წარუდგინა და მისცა მათ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება.
თსა ფაკულტეტის წევრების - ცისანა ლომაშვილის, ია ხახუტაიშვილის, ნატალია კოჭლაშვილის და საბა იორდანიშვილის დახმარებით ტუტორები ტრენინგის ფარგლებში გაეცნენ თსა-საგანმანათლებლო პროგრამას, აქტიური სწავლების მეთოდებს, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, თუ როგორ უნდა მოახდინონ სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაცია , რომელი ტექნიკის გამოყენება შეუძლიათ კომფორტული სასწავლო გარემოს შესაქმნელად, როგორ მოახდინონ ეფექტური უკუკავშირის მიცემა და სხვ.
ბოლო სიახლეები
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
