"სტუდფესტ 2024" დასრულდა

"სტუდფესტ 2024" დასრულდა

🗓️ 2024-06-28

მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტ 2024“ დასრულდა. 
 

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, მოხალისეობრივი აქტივობები და სხვა. თსა-ს სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც სპორტულ, ასევე ინტელექტუალურ აქტივობებში.  აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალს 25 000-მდე მონაწილე და 665 გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს. მათ შორის, საპრიზო ადგილებზე გავიდნენ თსა-ს სტუდენტებიც. სტუდენტური დებატები - თსა-ს გუნდმა (ხატია დევაძე, გიორგი ბარაქაძე და დავით მარჯანიძე) მეორე ადგილი დაიკავა. ნარდის შეჯიბრში მეორე ადგილოსანი შოთა სოლომონიძე გახდა, ხოლო ნუცა გაბიტაშვილმა, რომელმაც ჩოგბურთის შეჯიბრში იასპარეზა, მესამე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.
 

აკადემიის სტუდენტები ასევე ჩართული იყვნენ ინტელექტუალურ თამაშში რა? სად? როდის?


გარდა ამისა, სტუდფესტ 2024 -ის ფარგლებში, თსა-ს სტუდენტები ჩაერთნენ მოხალისეობრივ კომპონენტში. თსა-ს სტუდენტურმა კლუბმა “საზოგადოების დამხმარეებმა” საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით განახორციელეს პროექტი „ეკო პულსი“. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა და გაძლიერება ჩვენს საზოგადოებაში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში მთელი რიგი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებით. პროექტში ასევე მონაწილეობდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდები სოციალური საწარმო „ბაბალედან.“ 

 

ფესტივალის ფარგლებში, აკადემიის სტუდენტები ასევე მონაწილეობდნენ შემდეგ სპორტულ აქტივობებში: მინი ფეხბურთი, შაში, ჭადრაკი, ფრენბურთი, კარტინგი, ბილიარდი, ფეინთბოლი, კალათბურთი და  ჯომარდობა.
 

„სტუდფესტი 2024“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07