თსა-ს მედიცინის სკოლის დეკანს ლალი მეკოკიშვილს დერმატოლოგიის მიმართულების განვითარებასა და საქართველოსა და პოლონეთის საზოგადოებებს შორის თანამშრომლობაში გაწეული წვლილისათვის პოლონეთის დერმატოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილება პოლონეთის დერმატოლოგთა საზოგადოების საბჭომ მიიღო და ვროცლავის უნივერსიტეტის ისტორიულ დარბაზში საიუბილეო სპეციალური მედალი საზეიმოდ გადასცა.
მედლის გადაცემის საზეიმო ღონისძიება წინ უძღოდა VIII კონტინენტალური კონგრესს დერმატოლოგიაში. წელს, კონგრესზე ლალი მეკოკიშვილმა მონაწილეობა მიიღო როგორც სამეცნიერო კომიტეტის წევრმა და პლენარულმა მომხსენებელმა. მან თანამედროვე ცოდნა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა აუდიტორიას ბავშვთა ასაკის აკნესთან დაკავშირებით. ამასთან, მისმა სამმა მოსწავლემ კონგრესზე მონაწილეობის გრანტი მოიპოვა და ახალგაზრდა დერმატოლოგთა სესიაზე საინტერესო კლინიკური შემთხვევები წარმოადგინა. მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ თსა-ს მოწვეული ლექტორი კახა ბრეგვაძე.
დერმატოლოგთა კონტინენტალური კონგრესი 4 წელიწადში ერთხელ დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. კონგრესზე დერმატოლოგიის დარგში უახლეს სამეცნიერო/პრაქტიკულ მიღწევებს წარმოადგენენ მეცნიერები და პრაქტიკოსი ექიმები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
