ეკგ-ს კურსი თსა-ს სტუდენტებისთვის

ეკგ-ს კურსი თსა-ს სტუდენტებისთვის

🗓️ 2024-07-09

სტუდენტურმა კლუბმა „გულის მცველებმა“ დაინტერესებული სტუდენტებისათვის ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) კურსები ჩაატარეს. სესიები ჩატარდა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე, რომელსაც უძღვებოდნენ კლუბის ხელმძღვანელი რიშუ შაჰი და თანახელმძღვანელი გვანცა ომიაძე. კურსის მიზანი იყო ფუნდამენტური ეკგ ცოდნის მიწოდება დაინტერესებული სტუდენტებისთვის. სესიები მოიცავდა ინტერაქციულ ელემენტებს, როგორიცაა დისკუსიები, ვიქტორინები და დასკვნითი ე.წ. Kahoot თამაში. Kahoot – ეს არის ონლაინ თამაშზე დაფუძნებული სასწავლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სასწავლო თამაშებსა და ტესტებს ნებისმიერ საგანში და ნებისმიერ ენაზე. 

კურსში ჯამურად მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 20 სტუდენტმა, ხოლო თამაშის გამარჯვებული სტუდენტები დასაჩუქრდნენ ეკგ სახაზავებით. საზომები უზრუნველყო თსა-მ ზამთრის არითმიის სკოლასთან თანამშრომლობით. 

მნიშვნელოვანია ის, რომ სტუდენტების მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო კურსის მიმართ, შესაბამისად, კლუბი „გულის მცველები“ სტუდენტებს არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება სამომავლოდაც.

კლუბი, რომლის დევიზიც არის „იყავი დროული და ენერგიული“ მიზნად ისახავს სტუდენტების გაერთიანებას კარდიოლოგიური თემების გარშემო.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01