თსა-ს ფაკულტეტის განვითარებისა და კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა Journal Club გაიმართა.
Journal Club პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი აქტივობაა, სადაც სფეროს ექსპერტები განიხილავენ თანამედროვე ლიტერატურას, სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მიმართულებით.
ამჟამად, Journal Club თემა იყო ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში - შესაძლებლობები და გამოწვევები.
შეხვედრის მონაწილეებს HORIZON EUROPE საგრანტო ოფისის კოორდინატორმა მაგდა ტვილდიანმა წარუდგინა ჟურნალში „Medical Teacher“ 2023 წელს გამოქვეყნებული სტატია - Ethical use of Artificial Intelligence in Health Professions Education.
კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა კლდიაშვილმა, რომელიც ამავდროულად ევროპის უნივერსიტეტების ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ჯგუფის წევრია, წარადგინა პრეზენტაცია, სადაც მიმოიხილა ხელოვნური ინტელექტი, როგორც უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციის შესაძლებლობა.
ხოლო, სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების კოორდინატორმა საბა იორდანიშვილმა და საერთაშორისო სტუდენტთა კოორდინატორმა საიფ რუსტუმმა ისაუბრეს, თუ როგორ იყენებენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს ყოველდღიურ პრაქტიკაში.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებმა ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სტუდენტებთან და ლექტორებთან შემდგომი დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე და ასევე ხაზი გაუსვეს თსა-ში ამ მიმართულებით მოქმედი კლუბის მუშაობაში ლექტორების ჩართულობის მნიშვნელობას.
ბოლო სიახლეები
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
