პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, აცხადებს 20 ადგილს მობილობის მსურველი სტუდენტებისათვის, საგანმანათლებლო პროგრამებზე:
-სამკურნალო საქმე (10 ადგილი)
-ინგლისურენოვანი მედიცინა (10 ადგილი)
• ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობაზე რეგისტრაცია განხორციელდება 2024 წლის 21 აგვისტოდან 9 სექტემბრის 18:00 საათამდე.
• მობილობის მსურველ სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გადალახული უნდა ჰქონდეს თსა-ში შესაბამის წელს არსებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა საგანში.
• მობილობა განხორციელდება პირველიდან - მეექვსე სემესტრის ჩათვლით.
• სტუდენტმა, რომელიც პორტალზე მოიპოვებს თსა-ში მობილობით ჩარიცხვის უფლებას უნდა მიმართოს თსა-ს დეკანატს განცხადებით და პირადი საქმის ასლებით 11 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).
• მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
-პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-სრული ზოგადი განათლების /ატესტატის ასლი;
-პირველი კურსზე ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი;
-წვევამდელის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
-სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
-ცნობა - შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ;
-სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით გამოცემული ყველა ბრძანების ასლი/ამონაწერი.
• მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა, აღიარებული კრედიტების სტუდენტებისთვის გაცნობა/თანხმობა - 20 სექტემბრის ჩათვლით.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 577 508 565 ან მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tma@tma.edu.ge
ბოლო სიახლეები
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
