სწორი დიაგნოზი - გადარჩენილი სიცოცხლე! - ეს პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია. იგი ხაზს უსვამს სწორი და დროული დიაგნოსტიკის კრიტიკულ მნიშვნელობას პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჯანმრთელობის შედეგების გასაუმჯობესებლად.
და მაინც, რატომ გახდა აუცილებელი პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღის დაწესება და რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?
პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღე შეიქმნა იმისთვის, რომ საზოგადოებას ეცნობოს პაციენტის უსაფრთხოების უგულებელყოფის საშიშროების შესახებ. ის მიზნად ისახავს რომ შეიქმნას იმგვარი პროგრამები, რომლებიც იზრუნებენ ჯანდაცვის მიწოდების გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა, პაციენტების უსაფრთხოების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ორგანიზებული ღონისძიებები აერთიანებს სახელმწიფოებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა ჩამოაყალიბონ პარტნიორობა, რომ იმუშაონ გლობალური ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე.
პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო მოთხოვნები და რა უნდა იცოდნენ მომავალმა ექიმებმა ამ საკითხის გარშემო? თსა-მ ამ თემის ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიას უმასპინძლა. დარგის სპეციალისტებმა სტუდენტების ჩართულობით განიხილეს ეს მეტად აქტუალური საკითხი. აკადემიისთვის, რომელიც მომავალ ექიმებს ამზადებს, მნიშვნელოვანია მსგავს გლობალურ საკითხებზე ფოკუსირება, რადგან თსა-ს მისიაა ემსახუროს საზოგადოებას.
პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე 2019 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მიერ დაარსდა და 17 სექტემბერს აღინიშნება. ის ერთ-ერთია 11 გლობალურ ჯანდაცვის კამპანიებს შორის, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ეხმიანება.
ბოლო სიახლეები
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
