პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აცხადებს რეგისტრაციას გრანადას უნივერსიტეტში (University of Granada) პერსონალის ტრენინგის კვირეულზე დასწრების ან სწავლების მიზნით.
საერთაშორისო ტრენინგის ხანგრძლივობა - 5 დღე, მობილობის პერიოდი განისაზღვრება პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ. სწავლების მიზნით მობილობა ითვალისწინებს პარტნიორ უნივერსიტეტში ლექციების ჩატარებას და აკადემიურ პროცესში მონაწილეობას.
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის და ცხოვრების დღიური ნორმა (per diem).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მეილი შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge. მეილის სათაურში მიუთითეთ მობილობა UGR-ში და თან დაურთეთ თქვენი CV და მოკლე მოტივაციის წერილი (არაუმეტეს ერთი გვერდისა) 2024 წლის 27 სექტემბრამდე.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ: erasmus@tma.edu.ge
ბოლო სიახლეები
თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა
🗓️ 2026-07-16
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
🗓️ 2026-07-14
კვლევის დღე
🗓️ 2026-07-14
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
