ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) ყოველწლიურ კონფერენციას წელს თესალონიკმა (საბერძნეთი) უმასპინძლა. თსა-ს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მედიცინის სკოლის დეკანი ლალი მეკოკიშვილი, დეკანის მოადგილე სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით მარიკა თხელიძე, ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა მაღლაკელიძე, Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორი მაგდა ტვილდიანი და რექტორის მიმდინარე საკითხების კოორდინატორი ანა მამისეიშვილი, წარადგინა ორი პოსტერ - პრეზენტაცია: “Application of photography and storytelling in developing medical students’ attitudes towards practice in remote and rural areas” და “International Students Experiences: Enhancing Critical Analysis and Decision-Making Skills with Virtual Patient Simulation”.
გარდა ამისა, მათ მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ მთელ რიგ აქტივობებში, მათ შორის ლექციებში, პანელური დისკუსიებსა და სემინარებში.
ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავდა ცოდნისა და პაციენტზე ორიენტირებული მაგალითების გაზიარებას, ასევე ჯანდაცვის სისტემის განსავითარებლად საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებას.
AMSE-ს ყოველწლიური კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა სამედიცინო სკოლებისთვის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად. ასევე, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის კავშირების გასაძლიერებლად.
ღონიესძიების მონაწილეებს საშუალება მიეცათ ეთანამშრომლათ ექსპერტებთან და დარგის პროფესიონალებთან მთელი ევროპის მასშტაბით, ასევე, მიეღოთ ინფორმაცია სამედიცინო განათლების, კვლევისა და პაციენტის მოვლის უახლესი მეთოდების შესახებ.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
