თსა-ს როლი საზოგადოებაში განათლებისა და კვლევის მიღმა - აკადემიის ინსტიტუციური კულტურის განვითარებისა და ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ვორქშოპი გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სოციალური პასუხისმგებლობის (ISR/CSR) იმ აქტივობების გაცნობას, რასაც თსა ინსტიტუციური კულტურის დეპარტამენტი ახორციელებს.
ვორქშოპს ესწრებოდნენ აკადემიური და მოწვეული ლექტორები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა მაღლაკელიძემ მონაწილეებს გააცნო განათლებისა და კვლევის მიღმა აკადემიის როლი საზოგადოებაში. ისაუბრა თსა-ს მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე სოციალური პროექტების შესახებ, რაც მათთვის შთაგონების წყარო გახდა მომავალი იდეების დასაგეგმად.
ჯგუფებში გაერთიანებულმა მონაწილეებმა ერთობლივად განავითარეს კრეატიული იდეები და წარმოადგინეს პროექტების საინტერესო კონცეფციები, რომლებიც სოციალურ და კულტურულ ცვლილებებს ემსახურება.
ბოლო სიახლეები
თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა
🗓️ 2026-07-16
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
🗓️ 2026-07-14
კვლევის დღე
🗓️ 2026-07-14
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
