თსა-ს ფსიქიატრიული კლუბის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელიც ფსიქიატრიაში ფსიქოდელიური ნივთიერებების გამოყენების განხილვას მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი იყო ფსიქიატრიაში ფსიქოდელიკების შესახებ გამოქვეყნებული უახლესი კვლევის მიმოხილვა და მის უარყოფით მხარეებზე მსჯელობა. შეხვედრა დებატების ფორმატში წარიმართა. სტუდენტები თავდაპირველად გაეცნენ კვლევას, მის მეთოდოლოგიას და მიგნებებს, ხოლო შემდეგ ღონისძიების მომხსენებლებთან ერთად იმსჯელეს აღნიშნული კვლევის შედეგებზე.
შეხვედრაზე განხილული პუბლიკაციები აერთიანებდა MDMA-ის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) და LSD-ის გავლენას დეპრესიაზე, ნეიროპლასტიურობასა და ფსიქოდელიაზე.
შეხედვაზე პრეზენტაციები წარადგინეს თსა-ს სტუდენტებმა: დავით მშვილდაძემ, ალექსანდრე ყანჩაველმა, მოჰამედ ჰასან ხანმა და კატერინა არტეაგამ.
“ფსიქოდელიური საშუალებების გამოყენებას ფსიქიატრიაში დიდი ისტორია აქვს. გაჩნდა უახლესი კვლევა, რომელიც ფსიქიატრს ახალი თაობის მკურნალობის იმედს აძლევს. თუმცა, პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ყველა ნიუანსი, რომელიც ფსიქოფარმაკოლოგიური თერაპიის ამ ახალ ციკლს მოჰყვება და მოთმინებით დაელოდონ, სანამ არ გვექნება გრძელვადიანი მეცნიერული კვლევები” აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა კატერინა არტეაგამ.
ბოლო სიახლეები
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
